Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანი ბებიას და ილო ბეროშვილს შვილი შეეძინათ – უსაყვარლესი ვიდეო სამშობიაროდან

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობებმა ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა სულ ცოტა ხნის წინ გაამჟღავნეს სასიხარულო ინფორმაცია. წყვილმა შვილს უცნაური სახელი დაარქვა.

მსახიობებს ანი ბებიას და ილო ბეროშვილს ვაჟი შეეძინათ. მსახიობების პოპულარულმა წყვილმა შვილს უცნაური სახელი – ჯერი დაარქვა. სიახლე საზოგადოებას ილომ ამცნო და ახალშობილისა და ახალნამშობიარევი ანის ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

ანისთვის და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.

ცნობილ სახეებს ილო ბეროშვილს და ანი ბებიას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში არსებული აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა.

რეიტინგულ სერიალში მათი სასიყვარულო ისტორია არ განვითარდა. წყვილს შორის კი სასიყვარულო ქიმია, როგორც თავად ამბობენ, მანამდე დაიწყო. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ანი ბებიამ.

ყველა ახალი ამბავი
0