სალომე ზურაბიშვილი ისტორიულად მნიშვნელოვან სოფელ ლაილაშს ეწვია - ვიდეო

გამოწერა
არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. მე-14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ორბელის გადმოსახედი და სოფელი ლაილაში დაათვალიერა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

ზურაბიშვილის თქმით,  ქვეყნის ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ.

„არამხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ აქაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქართველები, სომხები - ეს ჩვენს კულტურაზე მეტყველებს!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა სვიმონ კანანელის გამოსახულება. ხატის ფრაგმენტი სოფელ ლაილაშიდან
სალომე ზურაბიშვილი ისტორიულად მნიშვნელოვან სოფელ ლაილაშს ეწვია - ვიდეო - Sputnik საქართველო
წმინდა სვიმონ კანანელის გამოსახულება. ხატის ფრაგმენტი სოფელ ლაილაშიდან

არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. მე-14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი. სოფელი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. სოფელი ასევე ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით - „ლაილაშის ბიბლია“, რომელიც  X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ხელნაწერია.

 

ყველა ახალი ამბავი
0