ნათია ფანკიჯიძე: სიყვარული პირდაპირ კავშირშია სიცოცხლით ტკბობასთან
„ეროსი გახლავთ სასიცოხლო ენერგია, მეორენაირად მას ლიბიდოზურ ენერგიად მოიაზრებენ. მას სხვადასხვა ტერმინოლოგიით მოვიხსენიებთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძველი ბერძნული ღმერთის, სიყვარულის ღმერთის სახელია, მას მაინც განზოგადებული სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელობა ენიჭება.“- აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.
ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის აზრით: „სიყვარული პირდაპირ კავშირშია სიცოცხლით ტკბობასთან და ყველაფერი დანარჩენი- დესტრუქციული განადგურების ინსტიქტი, კვდომის ენერგიას მიეწერება. უპირველესი მოტივაცია რაც ადამიანს ამოძრავებს- სიცოცხლისა და გადარჩენის ინსტიქტია და შემდეგ უკვე მოდის სხვა საფეხურები. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ძლიერი მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს მაგალითად, ბიოლოგიურ ან ყველაზე მაღალ საფეხურს. როდესაც სასიცოცხლო ინსტიქტზე ვსაუბრობთ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაბალანსებს სიკვდილის ინსტიქტი, რომელიც ყველა ჩვენგანშია“.