„უკიდურესად მძიმეა“ - ექიმები მეექვსე სართულიდან გადავარდნილი ბავშვისთვის იბრძვიან

© photo: Sputnik / Ilya Moskovets / გადასვლა მედიაბანკშისამედიცინო აღჭურვილობა
სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ სამი წლის ბავშვი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და არასტაბილურია

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. თბილისში მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია, განაცხადა ციციშვილის საავადმყოფოს ექიმმა, ნინო უმეკაშვილმა.

როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა >>

უბედური შემთხვევა გუშინ დიდ დიღომში პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, აქვს ქალაფუძის, სახის ძვლების მრავლობითი და ზემო კიდურის მოტეხილობა, უკიდურესად მძიმე და არასტაბილურად რჩება. დღეს დილით პაციენტთან ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ“, – განაცხადა ექიმმა პირველი არხის ეთერში.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0