ლაშა ჩხვიმიანი: ამის მიზანია, რომ მაყურებელს ჩვენი სპექტაკლები არ დაავიწყდეს

გამოწერა
ლაშა ჩხვიმიანი საუბრობს მის მიერ განხორციელებულ პროექტზე „თეატრი-კომიქსებში“, რომელზეც კარანტინის დროს მუშაობდა.

 

ლაშა ჩხვიმიანი: ამის მიზანია, რომ მაყურებელს ჩვენი სპექტაკლები არ დაავიწყდეს
„თეატრს ხუთი სარეპერტუარო სპექტაკლი აქვს და ხუთივე ვაქციეთ კომპიქსად. დავამზადეთ საერთო აფიშაც, რომელზეც სპექტაკლები მნიშვნელოვან თარიღებს თემატურად დავამთხვიეთ. კომიქსებში მთავარ როლს „თამაშობს“ მუსიკა ამავე სპექტაკლებიდან, რაც ემოციურ ფონს გამოხატავს. კომიქსები სპექტაკლის ფოტოების მიხედვითაა ანიმაციად გადაკეთებული.“-განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ ლაშა ჩხვიმიანმა. 

რეჟისორი ამბობს: „კომიქსებში გამოყებენულია მთავარი ფრაზები სპექტაკლებიდან. ზოგი სპექტაკლი ორსაათნახევრიანია, მაგრამ ამდენი ხანი კომიქსების ყურება დამღლელი იქნება, ამიტომ  მათში მნიშვნელოვანი ფრაზები გამოვიყენეთ. აგრეთვე ისეთი ფოტოები, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სპექტაკლების ემოციურ მდგომარეობას.“

 

ყველა ახალი ამბავი
0