თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქართული გამომცემლობა „პალიტრა L“ იწყებს პროექტს „მაკულატურა“, რომლის ფარგლებში ყველა მსურველს შეუძლია მიიტანოს თავისი მაკულატურა და წიგნებზე გაცვალოს.
ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ერთი კილოგრამი მაკულატურა უდრის ერთ ლარს. აქციაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. მაკულატურის წიგნებზე გადაცვლა ადგილზე სპეციალურად გამოშვებული კუპონების მეშვეობით არის შესაძლებელი.
კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის ორგანიზატორები ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ამიტომ მაკულატურის წიგნებზე გადასაცვლელად საჭიროა რეგისტრაცია ვებგვერდზე.
აქცია იმოქმედებს 10 დღის განმავლობაში - 3-დან 12 ივლისამდე (10:00 დან 18:00 საათამდე). მაკულატურის მიტანა შესაძლებელია მისამართზე: წერეთლის გამზირი, 116, სავაჭრო ცენტრ „დიდუბე პლაზას“ ეზოში. წიგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
„მაკულატურა“ - სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც წამოიწყო გამომცემლობამ „პალიტრა L“, რომელიც ზრუნავს ბუნებასა და ეკოლოგიაზე 2012 წლიდან და გარემოზე ზრუნვის სანაცვლოდ მკითხველს განახლებულ ბიბლიოთეკას და საუკეთესო პუბლიკაციებს სთავაზობს.