Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მოგზაურობის მოყვარულთათვის! საბერძნეთი თუ შტრიხ–კოდს მოგანიჭებთ, მაშინ...

© photo: Sputnik / Kostis Ntantamis / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთი
საბერძნეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, ახალი პროტოკოლი COVID-19-ის იმპორტირებული შემთხვევების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საბერძნეთმა ქვეყანაში შემსვლელთათვის ახალი წესი დაადგინა – ამიერიდან უცხოელებმა ანკეტა უნდა შეავსონ და შტრიხ-კოდი მიიღონ, იუწყება ტუროპერატორების ასოციაცია.

31 აგვისტომდე პერიოდში საბერძნეთში რეგულარული თუ ჩარტერული რეისებით გამგზავრების ყველა მსურველმა გაფრენამდე ორი დღით ადრე უნდა შეავსოს სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ანკეტა (The Passenger Locator Form, PLF).

კერძოდ, მასში აუცილებელია აეროპორტიდან გაფრენის, საბერძნეთში ყოფნის ვადების, კონკრეტული საცხოვრებელი ადგილის, ასევე საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. ამ ეტაპზე ანკეტის შევსება მხოლოდ ინგლისურ და გერმანულ ენებზეა შესაძლებელი. 

უშგული - Sputnik საქართველო
Lonely Planet: „მწვანე ბარათი" საქართველოს, საბერძნეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, რუმინეთს

შემდეგ ამ მონაცემებს ექსპერტების ჯგუფი შეაფასებს. რისკის კრიტერიუმში შედის წარმოშობის ქვეყანა, COVID-19-ით ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტები და ქვეყნები, სადაც ბოლო 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა პირი. მას შემდეგ, რაც წარდგენილი ინფორმაცია გაანალიზდება, მოგზაური 24 საათის განმავლობაში შტრიხ-კოდს მიიღებს.

შტრიხ-კოდის სკანირება მოხდება ხელთ არსებული დოკუმენტიდან ან მობილური მოწყობილობებიდან დანიშნულების პუნქტებში (აეროპორტი, საზღვაო პორტი, სახმელეთო საზღვარი). ამ ინფორმაციის საფუძველზე საბერძნეთში ჩასული პირი შეიძლება გაგზავნონ კორონავირუსის ტესტირებაზე. ტესტის პასუხის მოლოდინის პერიოდში უცხოეთის მოქალაქეებს შესთავაზებენ იზოლაციაში ყოფნას კითხვარში მითითებულ მისამართზე.

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, ახალი პროტოკოლი COVID-19-ის იმპორტირებული შემთხვევების აღმოჩენას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0