მთვარის კალენდარი: 3 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© photo: Sputnik / Pezibearსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

3 ივლისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ესაა გულმოწყალების, თანაგრძნობისა და სიყვარულის დღე. კარგი პერიოდია ახლობლების დასაჩუქრებისთვის. არასასურველია ჩხუბი, ვინმეს სიძულვილი, ვინმეზე გაბრაზება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

კარგი იქნება სიკეთის ქმნა, მაგრამ არავის გამოაყენებინოთ თავი და სამაგიერო მადლობას არ მოითხოვოთ.

პარასკევის ენერგეტიკა მგრძნობიარე, ჰარმონიულია. მსუბუქი დღეა - საუკეთესოა პაემნების, გართობის, დასვენებისა და სიამოვნების მიღებისთვის. დრო დაუთმეთ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, დატკბით სილამაზით.

იყავით გულუხვი, მოაწყვეთ საღამო, ეწვიეთ კოსმეტოლოგს, სტილისტს. არ ივარგებს განმარტოება, მოწყენილობა, თვითანალიზი.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს თმის შეჭრას მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა შეუძლია. ასევე მოიზიდავს ფულის ენერგიას თმის ნატურალური საღებავებით შეღებვა.

დღევანდელი უჩვეულო და კაშკაშა ვარცხნილობა მოიზიდავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მზერას და პირად ფრონტზე პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება მოიზიდავს სხვადასხვა ენერგიას, მოგცემთ ძალას, სიმშვიდესა და წონასწორობას.

  • მებაღეობა: ძალზე ხელსაყრელი დღეა ბაღში მუშაობისთვის. განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მორწყვა, სასუქის მიცემა, დაავადებებისგან შეწამვლა.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

შეიძლება თესლის აღება, ხახვის, მწვანილეულის, ნივრის, სალათების დარგვა, თივის დამზადება. არ ღირს გასხვლა, გამხმარი რტოებისა და ფოთლების მოცილება, მცენარის ფესვებთან მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0