ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება

© photo: courtesy of Department of Tourism and Resorts of Adjaraჩიხურის მთა
ჩიხურის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩირუხის მთიდან, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ტბების, საზაფხულო საძოვრებისა და მრავალფეროვანი ბუნების ულამაზესი ხედები იშლება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. აჭარაში ჩიხურის მთაზე ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა, დაახლოებით ათამდე სხვადასხვა კონცეფცია განიხილება. მათ შორისაა ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები. 

ტურისტები - Sputnik საქართველო
„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ – რას ითვალისწინებს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია

„შუახევის რაიონში, ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნით ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება, პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუშაობს. დაახლოებით ათ დღეში ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი მზად იქნება, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება“, – განაცხადეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება.

მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის თავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0