პროფსასწავლებლების სტუდენტებს ჯარში არ გაიწვევენ? – პრემიერის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerპროფსასწავლებლის სტუდენტები
პროფსასწავლებლის სტუდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად წვევამდელებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი, არ გააჩნიათ გაწვევის გადავადების უფლება.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

ბექა ფერაძე - Sputnik საქართველო
პროფსასწავლებლები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან: რა მოთხოვნები აქვთ სასწავლებლებისადმი

გახარიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში, ამასთან ხელს არ შეუშლის სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, რადგანაც ეს იქნება ერთჯერადი გადავადება.

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებები, რომელიც განათლების სამინისტრომ მოამზადა, ითვალისწინებს პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებას... პროფსასწავლებლებში ახალგაზრდები 15 წლიდან მიდიან, ამასთან პროფესიული განათლების კურსები 12- ან 24-თვიანია. შესაბამისად, ერთჯერადად გადავადება ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დრომდე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ჯარში გაწვევის ვალდებულების გადავადებას მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ითვალისწინებდა. პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაში კი ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო გაწვევა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.

ამჟამად წვევამდელებს, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი, არ გააჩნიათ გაწვევის გადავადების უფლება, რის გამოც მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი.

საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ კოლეჯებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ყველა ახალი ამბავი
0