პოლიციელებსა და მედიკოსებს ხელფასი მოემატათ

© Sputnik / STRINGERსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების ხელფასები 125 ლარით იზრდება, ხოლო სასწრაფო დახმარების მედპერსონალისა და ოჯახის ექიმების – 100 ლარით.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და 1 ივლისიდან პოლიციელების ხელფასს 125 ლარით ზრდის, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პოლიციელებს ხელფასი ბოლოს ზუსტად ორი წლის წინ – 2018 წლის 1 ივლისს გაეზარდათ. მაშინ მათი საშუალო ხელფასი 900 ლარი იყო და ამას დაემატა 250 ლარი.

მოხუცები - Sputnik საქართველო
პლუს 30: რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას

როგორც შსს-ში განმარტავენ, უწყების გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

დღესვე სასწრაფო დახმარების მედპერსონალისა და ოჯახის ექიმებისთვის ხელფასის 100 ლარით მომატების თაობაზე განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეს ის ჯილდო არაა, რომელსაც იმსახურებთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, განაცხადა მინისტრმა სამეგრელოში მედიკოსებთან შეხვედრისას.

1 ივლისიდან ასევე 30 ლარით იზრდება 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსიები.

ყველა ახალი ამბავი
0