Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ორი ერთნაირი...“ – ზურა ხაჩიძე აგარაკზე ქალიშვილთან ერთად ისვენებს

© courtesy of Assa Hallხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურა და ანასტასია ხაჩიძეები ზაფხულს ერთად ატარებენ. მამა-შვილის უსაყვარლესი სურათები სოციალური ქსელიდან.

ოჯახის უმცროსი წევრი ანასტასია ხაჩიძე კარგა ხანია ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. რამდენიმე წლის წინ, პატარა ასაკში ის დასთან და ოჯახის წევრებთან ერთად რეიტინგული თოქ-შოუების ხშირი სტუმარი იყო. ანასტასია ბავშვობიდან ნახევარდასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან მოხდენილად ცეკვავს. მის შესრულებას მშობლები ინტენსიურად აქვეყნებენ.

View this post on Instagram

ხათუნა ❤️

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

მუსიკალური გოგონა ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. ამას გარდა, ანასტასია ხელნაკეთ ნივთებს საკუთარი ხელით ქმნის და გაყიდული ნივთების თანხით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება. ქსოვა, ქარგვა და კერვა გოგონას დედამ ასწავლა. ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ ანასტასიას სახელი მარტივად შეურჩიეს. ყველამ იცის, რომ ზურა მშობლების გარეშე იზრდებოდა. მას ბებია ანასტასიამ და ბაბუამ მოუარეს და გაზარდეს. ბებია ექიმი ჰყავდა, სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა ერთადერთ ქალიშვილს სახელი ანასტასია.

View this post on Instagram

💒

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

პოპულარული ოჯახი წლების მანძილზე აქტუალობას ინარჩუნებს. საზოგადოებას ოჯახის ყველა წევრთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს. სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ნინი ქარსელაძის დედა ავად არის და ამის გამო ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი დასჭირდა. ხათუნა და ნინი სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრნენ. ხათუნა ჟორდანია თავს ბევრად უკეთ გრძნობს. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში მომღერალი ქმარი ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. მან ერთგულ მსმენელს რამდენჯერმე ლოცვისა და თანადგომისკენ მოუწოდა.

View this post on Instagram

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

უმშვენიერესი და უცხო გარეგნობის გოგონას მომღერალ მამას ამსგავსებენ. ანასტასია და ნინი ქარსელაძე ბავშვობიდან ძალიან მეგობრობენ. ნინი აღნიშნავს, რომ ანასტასიას დაბადებას ეჭვიანობა არ მოჰყვა, რადგან მანამდე ის და ზურა ხაჩიძე ძალიან მეგობრობდნენ. აშკარაა, რომ ანასტასიას ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ზურა მას ანებივრებს და ყველა სურვილს დაუფიქრებლად უსრულებს. ამჯერად თინეიჯერი მამასთან ერთად საგურამოს აგარაკზე ისვენებს, საიდანაც ერთობლივი სურათები გამოაქვეყნეს.

ყველა ახალი ამბავი
0