თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 544 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე დროს 343 პაციენტი გაეწერა მკურნალობის დასრულების შემდეგ, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
ოფიციალური მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 8 ადამიანი, მათმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.
აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 16 968 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 206 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საგანგებო რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას COVID-19-ით დაავადებული 7200 ადამიანი აგრძელებს.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 475 525 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 6558 - გასულ დღე-ღამეს.