COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 791 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 926 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 791 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819 ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0