Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აზერბაიჯანში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16 ათასს აჭარბებს

© photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარების ბრიგადა ბაქოში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 16 424 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9026 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 198 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 534 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე დროს 307 პაციენტი გაეწერა მკურნალობის დასრულების შემდეგ, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე - Sputnik საქართველო
როდის და როგორ დაბრუნდებიან აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების 16 424 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 9026 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 198 პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო რეჟიმის კლინიკებში მკურნალობას COVID-19-ით დაავადებული 7200 ადამიანი აგრძელებს.

აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 468 967 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 7106 - გასულ დღე-ღამეს.

ყველა ახალი ამბავი
0