„აღმოაჩინე ის რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში“ -  შიდა ქართლში პრეს-ტური მოეწყო

გამოწერა
პრეს-ტურში სხვადასხვა ტელევიზიებისა და გამოცემების 22 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ბლოგერი მონაწილეობდა.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. „აღმოაჩინე ის რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში“ - ამ სლოგანით ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის შიდა ქართლში პრეს-ტური მოეწყო, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა დაიწყო

ახალი პროექტი უწყებამ შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით წამოიწყო.

შიდა ქართლის ტურისტულად პოპულარულ ადგილებში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა და მათ რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო.

პრეს-ტურში სხვადასხვა ტელევიზიებისა და გამოცემების 22 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ბლოგერი მონაწილეობდა.

მედიის წარმომადგენლებმა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე, ახლახან რეაბილიტირებული სხვილოს ციხე, სურამის ციხე, კოდიწყაროს ტბა და გრაკლიანის მუზეუმი მოინახულეს. ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მეღვინეობა „შატო შარამანს“ ეწვივნენ, სადაც შიდა ქართლში ცნობილი სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ რეგიონში აგრო-ტურიზმის პოტენციალს და გოჯიაშვილის ვაშლის ბაღებს ესტუმრნენ.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ქვიშხეთში ახლად გახსნილ ოთხვარსკვლავიან ეკო სასტუმროს „მწერლები“, რომელიც 15 ივნისიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ახალი სასტუმრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ პროექტის მხარდაჭერით გაიხსნა.

ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
„როგორც იქნა ჩვენ ვუბრუნდებით კულტურულ ცხოვრებას“ - პრეზიდენტი ეროვნულ გალერეას ესტუმრა

საქართველოში სამთვიანი პაუზის შემდეგ შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისიდან გაიხსნა, ხოლო მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა შაბათს, 20 ივნისიდან დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ტურისტული ობიექტები დამსვენებლებისთვის ჯერ კიდევ მარტში დაიკეტა.

სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა >>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0