თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განცხადებას ავრცელებს და ტექნიკური ხარვეზის გამო, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“-ში ზარები შეფერხებით შედის.
მოქალაქეებმა, რომლებიც გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში 112-ზე დაკავშირებას ცდილობენ, შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე უნდა დარეკონ:
- 032 2 411011- სახანძრო სამაშველო
- 032 2 418505- საპატრულო (თბილისი)
- 032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)
- 595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723- სასწრაფო (რეგიონი)
- 599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)
„112“-ში განმარტავენ, რომ სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.