მიმოხილვა: რა მოუვა თერმობირთვულ ბომბს, თუ აფრენისას F-35-ს კუდი მოძვრება

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიLockheed Martin F-35 Lightning II
Lockheed Martin F-35 Lightning II - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიზიკის კანონები ამერიკელი ავიაკონსტრუქტორების ძალისხმევას იგნორირებას უკეთებენ და ძვირადღირებულ პროექტებს „მიწაზე აბრუნებენ“.

ალექსანდრ ხროლენკო, სამხედრო მიმომხილველი

F-35 Lightning II თვითმფრინავები მეხუთე თაობას აშკარად ვერ აღწევენ, მაგრამ აშშ-ში ინერციით ცდილობენ, ეს ნედლი საავიაციო ტექნიკა გლობალური ამოცანებითა და შეიარაღებით დატვირთონ - თითქოს B61-12 თერმობირთვული ბომბით დატვირთული F-35 გამანადგურებელი შეძლებს ქვებგერითი კრეისერული სიჩქარის, რადარებზე „სტელსის“ ხილვადობის, ავარიულობის მაღალი ალბათობის კომპენსირებას.   

გამოცემა The Aviationist-მა ორშაბათს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამერიკული ავიაბაზა „ედვარდსის“ შემოგარენში  (კალიფორნიის შტატი) გამანადგურებელი F-35A Lightning II (Convetional Take Off and Landing-ის მოდიფიკაცია) ცვალებადი სიმძლავრის საბრძოლო ნაწილის მქონე B61-12 თერმობირთვული ბომბის გამოყენებაზე გამოიცადა. თვითმფრინავის სერტიფიცირება 2023 წლის იანვარშია დაგეგმილი. ამგვარად, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით (დღევანდელი ვერსიიდან  Block 3A ვერსიამდე Block 4) F-35А გამანადგურებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ზიდონ და გამოიყენონ თერმობირთვული ბომბები. მეტიც, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღების სისტემაში B61-12 ინტეგრაციის შემდეგ „ბირთვული გამანადგურებლის საკულტო როლი“ F-15E -დან და F-16--დან  F-35A-ს გადაეცემა. B61-12 მოდერნიზებულ ავიაბომბს გამოარჩევს მიზანში ამოღების სისტემა და ცვალებადი სიმძლავრის საბრძოლო ნაწილი (50 კილოტონამდე).  

რუსეთის სამხედრო პოლიცია სირიაში - Sputnik საქართველო
სირიის ქრონიკები: აშშ–ის აქტივიზაცია და შეტევები რუსულ პატრულებზე

F-35 Lightning II მრავალმიზნიანი გამანადგურებელი-ბომბდამშენის შექმნის პროგრამის ღირებულება 1,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. F-35-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია სერიულად მზადდება 2011 წლიდან. ამ მანქანაზე აშშ-ში დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ პრაქტიკული ექსპლუატაცია სპეციალისტების იმედგაცრუებას იწვევს. ადრე პენტაგონთან დაახლოებულმა გამოცემა Defense News-მა გამოაქვეყნა F-35 Lightning II-ის კრიტიკული შეფასებები. ფაქტები მეტყველებენ: F-35 - არის ქვებგერითი გამანადგურებელი, რომელსაც ფორსაჟზე გადართვისას აჩქარება შეუძლია არაუმეტეს 1 წუთის განმავლობაში, ხოლო 1 მახზე მეტი სიჩქარის განვითარებისას ერთ წუთში გადახურებისგან კორპუსის დაშლის საფრთხე წარმოექმნება. 1,6 მახზე მეტი სიჩქარის განვითარების შემთხვევაში კი თვითმფრინავს შეიძლება კუდიც კი მოძვრეს. მეხუთე თაობის გამანადგურებლის მუდმივი სიჩქარე არ შეიძლება იყოს 1,4 მახზე ნაკლები. შესაბამისად, ტექნოლოგიური გარღვევა არ მომხდარა. F-35, ფაქტობრივად, დარჩა მეოთხე თაობის თვითმფრინავად და თერმობირთვული ბომბი მისთვის შეიძლება დაუძლეველ ტვირთად იქცეს.

საკომპენსაციო ზომები

 „მეხუთე თაობასთან მიახლოებული“ F-35 გამანადგურებლის საკვანძო ნაკლოვანებების რაოდენობა გასულ წელს ხუთამდე შემცირდა, თუმცა 100 მილიონ დოლარად შეფასებული მანქანისთვის ესეც მეტისმეტად ბევრია. პენტაგონმა ოპერატიულად შეასწორა „საექსპლუატაციო მახასიათებლები“ და F-35 ახლა ითვლება ქვებგერით თვითმფრინავად, რომელსაც ხანმოკლე აჩქარება შეუძლია. ვინაიდან მაღალი სიჩქარე თვითმფრინავს დაშლის საფრთხეს უქმნის, ინსტრუქციაში მითითებულია წამების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც F-35B და F-35C თვითმფრინავებს დაახლოებით 1,2 მახი სიჩქარით ფრენა შეუძლიათ. F-35A გამანადგურებელს - ტრადიციული აფრენისა და დაშვების რეჟიმებით - ასეთივე ხარვეზები აქვს.

С-400 „ტრიუმფი“ ღამით - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რით სჯობს „ტრიუმფი“ Patriot-სა და Eurosam-ს

 „ელვის“ რეპუტაცია თითქოს ბოლომდეა შელახული, თუმცა ექსპლუატაციის პროცესში თავს იჩენს ახალი მოულოდნელი თვისებები. 24 ივნისს ჟურნალმა Air Force Magazine-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამერიკულ გამანადგურებელს F-35A-ს აკრძალული აქვს საწვიმარ ღრუბლებთან მიახლოება 25 მილზე ახლოს (დაახლოებით 40 კმ). როგორც აღმოჩნდა, ინერტული აირის (OBIGGS) გენერაციის საბორტო სისტემის კონსტრუქციულ თავისებურებებს, ატმოსფერული ელექტრობის განმუხტვის შემთხვევაში, შეუძლია საწვავის ავზების ჰაერში აფეთქება. საინტერესოა, რომ OBIGGS სისტემა ადრეც იწვევდა ეჭვს და 2014 წელს განახლდა (თუმცა ფეთქებადსაშიში მაინც დარჩა).

F-35 Lightning II უახლესი თვითმფრინავის კატასტროფების სერია იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მოსალოდნელია სხვა უსიამოვნო (სახიფათო) აღმოჩენებიც F-35-ის მშვიდობიანი ექსპლუატაციის პირობებშიც კი, რომ აღარაფერი ითქვას ამერიკული „ელვის“ სუსტ მხარეებზე ჰიპოთეტურ საბრძოლო შეტაკებაში რუსულ მეხუთე თაობის Су-57 გამანადგურებელთან.

ფრენა გაურკვევლობაში

აშშ ცდილობს, აქტიურად მიჰყიდოს F-35 თავის ევროპელ მოკავშირეებს. მოდერნიზებული თერმობირთვული ავიაბომბი B61-12 თავდაპირველად ევროპის ბაზრისთვის იყო გამიზნული. სერიული წარმოება დაგეგმილია 2020 წლიდან. ამერიკელები ცდილობენ ევროპაში თავიანთ ბაზებზე B61-12 ბომბების განთავსებას. ამასთან, სრულებით არ არის გამორიცხული, ბირთვული იარაღით დატვირთულ გამანადგურებელს აფრენისას კუდი მოძვრეს ან მეხი დაეცეს. მოსალოდნელია სხვა ვარიანტებიც, მაგრამ მოკავშირეებს თავში საცემად ესეც ეყოფათ. ამერიკული შეიარაღება ევროპისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება. იზრდება გერმანიის წინააღმდეგობაც. საფრანგეთმა პირდაპირ განაცხადა: „თავს ნუ გვახვევთ F-35-ს“.

F-35 - Sputnik საქართველო
პარადოქსი $100 მილიონად: რატომ სძვრება კუდი F-35-ს ზებგერით სიჩქარეზე

ეს არის კანონზომიერი შედეგი სამხედრო საავიაციო მშენებლობის სფეროში აშშ-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასებისა. ადრე წარუმატებლად იქნა მიჩნეული მეხუთე თაობის გამანადგურებლის F-22 Raptor-ის შექმნის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ F-22 და F-35 მეხუთე თაობის თვითმფრინავები მისაღებ კონსტრუქციულ, საბრძოლო მდგომარეობამდე არ არის მიყვანილი, ამერიკელები სამხედრო ავიაციის ნათელ მომავალს მაინც იმედის თვალით შეჰყურებენ.

ვაშინგტონის ვარაუდით, მეექვსე თაობის გამანადგურებლები 2030 წლამდე უნდა აფრინდნენ ცაში. აღწერის მიხედვით, მათ დასახვედრად მოწინააღმდეგეც მზადაა: „წყნარი ოკეანის უზარმაზარი სივრცეების გათვალისწინებით, რომლებისთვისაც მათ უნდა იბრძოლონ“, მათგან მოელიან დიდ მანძილზე ფრენას, უპირატესობას ცაში, მაღალ გამძლეობას რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსის ხარჯზე. თუმცა, „მეხუთე თაობის“ F-35 Lightning II-ის ძვირადღირებული წარუმატებლობების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს, მეექვსე თაობის გამანადგურებლების შექმნის პროგრამის დაფინანსება 2021 ფინანსურ წელიწადში 85%-ით შეამციროს.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0