მაია ასათიანი: თავიც დამიკარგავს და გლობალური სისულელეებიც მიკეთებია
„მე გამიმართლა იმიტომ, რომ პოპულარული ადრე გავხდი და შესაბამისად ეს სენი მალე მოვიხადე. როცა ჟურნალისტური ცხოვრება დავიწყე უკვე ვიყავი პოპულარული. სულ მინდოდა მეთქვა და დამემტკიცებინა, რომ ხალხო, მე ასეთი არ ვარ. მერე მივხვდი, რომ ვისაც რა უნდა ის იფიქროს“, - ამბობს მაია ასათიანი სატელევიზიო გადაცემაში.
ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს: „სიყვარულში ბევრი სისულელე გამიკეთებია. მე ვთვლი, სიყვარულში თავი თუ არ დაკარგე და სისულელე არ გააკეთე, თუკი ეს ქარტეხილი ერთხელ მაინც არ დაგატყდა თავს, იმ სიტკბოებას ვერ იგრძნობ. ახალგაზრდა როცა ხარ ამას ვერ ხვდები, ასაკში რომ შედიხარ მაშინ ფიქრობ: მაია, შენ ახლა სისულელეს აკეთებ.“