თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. აბაშაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა აბაშის ცენტრში მდებარე სკვერის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს გულმკერდის არეში ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ქუთაისის კატასტროფის ცენტრში გადაიყვანეს.
თვითმხილველების განცხადებით, კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დანა გამოიყენა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ადგილზევე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.