რა შემთხვევაში დაუშვებენ აბიტურიენტებს გამოცდაზე პირბადის გარეშე - პრემიერის ვარაუდი

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტების რეგისტრაცია
აბიტურიენტების რეგისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე,  საგამოცდო მაგიდები ბარიერებით აღჭურვა

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. თუ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, რომ გამოცდაზე პირბადის გარეშე ყოფნა აბიტურიენტების ჯანმრთელობას რისკს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუშვებთ, განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
რა ახალი წესები შეიძლება ამოქმედდეს აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების მიხედვით, აბიტურიენტს გამოცდაზე პირბადე მუდმივად უნდა ეკეთოს. დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტი შენიშვნას მიიღებს, განმეორებისას კი მოიხსნება გამოცდიდან.

 „თხოვნა იმის შესახებ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტს უფლება მიეცეთ, პირბადის გარეშე იყვნენ, არის უადგილო. ამას გადაწყვეტენ ეპიდემიოლოგები. თუ ეს არ შეუქმნის რისკს აბიტურიენტების ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამას დავუშვებთ, მაგრამ ამ თხოვნებით ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგებს უნდა მიმართოთ“, - განაცხადა გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა,  რომ აბიტურიენტებს, შესაძლოა, ეროვნულ გამოცდებზე მუშაობის პროცესში პირბადის გამოყენება აღარ მოეთხოვოთ. აღნიშნულ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გამოცდების და შეფასებების ცენტრი - Sputnik საქართველო
ეროვნული გამოცდები პირბადეების გარეშე? რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

მისივე განმარტებით, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, მაგიდები ბარიერებით აღჭურვა.  ამჟამად მიდის მსჯელობა,  რამდენად დასაშვები იქნება, რომ ასეთ მაგიდასთან აბიტურიენტმა პირბადის გარეშე იმუშაოს. ამ საკითხზე დაზუსტებული პასუხი რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე მეტი, ხოლო საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი. 

ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი>>

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

ყველა ახალი ამბავი
0