Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მოიმატებ და ძველ ფოტოებს ქექავ“ – როგორ გამოიყურება წონაში მომატებული ორსული ნინა სუბლატი

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა სუბლატმა ფეხმძიმობის მანძილზე წონაში მკვეთრად მოიმატა. ერთ-ერთი „ფოლოვერის“ კითხვას, თუ რამდენი კილოგრამი დაეტყო მის ტანს, ნინა პასუხობს: 13, 14 , 15... ნახეთ, როგორ გამოიყურება სუბლატი, რომელიც ერთ თვეში დედა გახდება.

მუსიკოსების ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში პატარას ელოდებიან. პოპულარული არტისტები მალე მშობლები გახდებიან. ნინა სუბლატმა ორი თვის წინ გაამხილა საიდუმლო. მომღერალი უკვე ექვსი თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს. მომღერალს ეს მდგომარეობა განსაკუთრებულად უხდება. წამოზრდილი მუცელი მის ტანს უფრო მეტად ამშვენებს. სურათმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ჩანს, ნინას მომატებული კილოგრამები დისკომფორტს უქმნის. მან არც კი იცის, თუ რამდენი კილოგრამი მოიმატა რამდენიმე თვის მანძილზე. Instagram-ზე ჩატარებულ ფან-გამოკითხვაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა, რამდენი არასასურველი კილოგრამი მოიმატა არტისტმა. რაზეც ნინამ გაურკვეველი პასუხი გასცა: „13, 14, 15“...

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის აქტიურად ემზადება. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. პოპულარული მომღერალი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. მისი ცხოვრება საჯარო პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ პერიოდში იყო, როდესაც ნინა სუბლატს ტატუ არტისტი „პიტო“ უყვარდა. არაორდინალური წყვილის გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევდა. ნინა სულაბერიძე კი სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. მას სატელევიზიო გადაცემებსა და ბომონდურ ჟურნალებში გამოჩენა არ ხიბლავს.

View this post on Instagram

😇

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ნინა სუბლატი გოგონას აგვისტოს თვეში გააჩენს. როგორც ყველა ორსული, ნინა სუბლატიც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი და გიორგი შამანაური ახალ სიმღერებზე ერთად მუშაობენ. 

View this post on Instagram

#2015

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით.

ყველა ახალი ამბავი
0