ქართული მარწყვი და მოცვი ამერიკის ბაზრისკენ დაიძრა

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიმარწყვი
მარწყვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მეტი პროდუქცია გადის, ამჯერად კომპანია „გლენბერი“ საკუთარ ნაწარმს ამერიკელ მომხმარებელს შესთავაზებს.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ქართულმა კომპანია „გლენბერმა“ აშშ-ში 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი განახორციელა, ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე მეურნეობა „გლენბერი“ 2018 წელს სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტების“ მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში მთლიანობაში 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 600 ათასი სახელმწიფო გრანტი, დანარჩენი თანხა კი ბენეფიციარის ინვესტიციაა. 

მოცვი - Sputnik საქართველო
ქართული მოცვი ექსპორტზე გავა

„აღნიშნული ქარხანა მეორე წელია საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა სახეობის პროდუქციას წარადგენს“, – აღნიშნა გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, რომელიც საწარმოს მუშაობას გაეცნო.

სამაცივრე კომპლექსში წელიწადში 1,2 ათასი ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ქარხანას გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, კერძოდ, შოკური გაყინვის მეთოდი, რომლის დახმარებითაც 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22 000. მიმდინარე წელს „გლენბერმა“ 5 ჰექტარზე ბროკოლი და 11 ჰექტარზე მარწყვი გააშენა.

სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს, საქართველოში უკვე დაფინანსდა 200 ახალი საწარმო.

ყველა ახალი ამბავი
0