საქართველო შესაძლოა იმ ქვეყნების სიაში მოხვდეს, რომელთაც ევროკავშირი კარს გაუღებს

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბოლოო პასუხი კითხვაზე, შეძლებენ თუ არა 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების გადალახვას, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველო იმ ქვეყნების წინასწარ სიაში მოხვდა, რომელთათვისაც ევროპის საზღვრები 1 ივლისიდან გაიხსნება, იტყობინება ტელეარხი Euronews.

სამუშაო სიაში ვერ მოხვდნენ აშშ, რუსეთი, ბრაზილია, აზერბაიჯანი, სომხეთი.

საქართველოს გარდა სიაში მოხვდნენ ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, კანადა, ყაზახეთი, უზბეკეთი, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა. 

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, კრიტერიუმებმა, რომლითაც ხდებოდა ამ სიის შედგენა, უთანხმოება გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. 25 ივნისს გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. შეხვედრა პარასკევს გაგრძელდება. 

ევროპის საზღვრები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, ნაწილობრივ 1 ივლისიდან გაიხსნება, იტყობინება Euronews.

ყველა ახალი ამბავი
0