თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 919 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 778 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 260 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.