17 დაკავებული და მაინც გაუხსნელი საქმე: რომელ თაროზე აღმოჩნდება გიორგი შაქარაშვილის საქმე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის ფეხბურთელს 70-მდე მაშველი და მყვინთავი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა – შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჯერ გახსნილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ივნისს მომხდარი ფაქტის სურათის აღდგენა შეძლო და სხვადასხვა ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„ოქროს მოწმეები“, მორაგბეები, ფოტოგრაფი – ვინ ამბობს სიმართლეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში

„ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განახორციელეს ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ“, – განაცხადა ბორცვაძემ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, ამიტომაც საქმის გახსნაზე საუბარი არ მიდის.

„ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და, შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება. მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“, – განაცხადა ბორცვაძემ.

17 ახალგაზრდიდან სამი ძალადობის, ოთხი – ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ერთი – ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ოთხი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ხუთი კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 18 ივნისს მცხეთაში სტუმრად მყოფ ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ავტომობილებით მცხეთაში გაემგზავრა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, სოფელ ნარეკვავთან ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდასხმის დროს გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ახალგაზრდებმა შაქარაშვილის მეგობრის დაჭერა მოახერხეს, გიორგი კი მათ ხელიდან დაუსხლტა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

19 წლის ფეხბურთელს 70-მდე მაშველი და მყვინთავი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა. შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0