ტიკარაძე: უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ მოქალაქეებს მთავრობა დაეხმარება

© photo: photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საჰაერო სივრცე მხოლოდ ჩარტერული რეისებისთვის იქნება ხელმისაწვდომი – საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა გადაიდო.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველომ კიდევ ერთი თვით გადაავადა რეგულარული ავიამიმოსვლის განახლება, მაგრამ ძალაში დატოვა ჩარტერული რეისები, რომლითაც თანამემამულეები სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ავიამიმოსვლის განახლების გადადება, პირველ ყოვლისა, მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდვითარებასთანაა დაკავშირებული.

მისი სიტყვებით, რეისების განახლების შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო, მაგალითად, ისრაელთან, მაგრამ იქ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიცვალა. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ფრენების აღდგენა: აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა

„ჩვენ ევროპის ქვეყნებთან გვქონდა მოლაპარაკებები და მათ დღესაც ვაწარმოებთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის ზრდა, რაც ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს საქართველოსთვის. ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც მოქმედებს და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რომლებიც დადგენილია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხოეთიდან ბრუნდებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო იზრუნებს იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც ქვეყნიდან სეზონური სამუშაოების გამო გაემგზავრნენ. 95 ათასმა ადამიანმა ასეთი დახმარება უკვე მიიღო, დააზუსტა ტიკარაძემ.

„ჩვენი მიზანი თითოეულ მოქალაქემდე მისვლა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა, იქნება ეს ჯანდაცვის თუ სოციალური უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ იძულებული გავხდით, 5 ათას მოქალაქესთან გაგვეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, დამატებით მიგვეღო დოკუმენტაცია, რათა პროცესი წარმართულიყო სწორად. გარდა ამისა, ჩვენ გავაფართოვეთ ბენეფიციართა წრე და მათი რიცხვი, ვინც სხვადასხვა ქვეყნებში სეზონურ სამუშაოებზე გაემგზავრნენ. ჩვენ მათზეც ვიზრუნებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა ცვლილებები, რაც ამ ადამიანებს სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას მისცემს, აღნიშნა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0