Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე და ჩემი ძმა 90-იანებში“ – როგორ გამოიყურებოდა სოფო ნიჟარაძე 5 წლის ასაკში

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო ნიჟარაძე ბავშვობას იშვიათად იხსენებს. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, ძველი სურათების გასაჯაროებითაც არ იწუხებს თავს, თუმცა რამდენიმე ძველი კადრი საკუთარ გვერდზე რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა.

პანდემიის მიუხედავად არტისტმა საზღვარგარეთ წასვლა მოასწრო, სადაც ქვეყნად გოგონა მოავლინა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფომ პირველ ქალიშვილს ელის-მარია დაარქვა. მომღერალმა ამერიკის ერთ-ერთ სამშობიაროში 2 ივნისს იმშობიარა. მის ფეხმძიმობაზე ჭორები ხშირად ვრცელდებოდა, თუმცა სოფო საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორ-მართალს საჯაროდ არასდროს პასუხობდა.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ არის ელის-მარიას მამა. ცოტა ხნის წინ სოფომ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მშობიარობის შემდეგ პირველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მაღალი შენობების ფონზე ზურგით დგას. საინტერესოა, ჰგავს თუ არა მომღერლის ჩვილი ულამაზეს დედას. თუმცა ამას საზოგადოება კიდევ რამდენიმე თვის მანძილზე ვერ შეაფასებს. სოფო დუმილს არ არღვევს. ის მეორე ნახევართან ერთად ამერიკაში განაგრძობს ცხოვრებას. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მომღერლის მეორე ნახევარი, რომელსაც მან შვილი აჩუქა.

View this post on Instagram

#childhood #meandmybro #meandmybrother #sweetchildhood #90skid #90s 😂😂😂

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის წევრები განსაკუთრებულად ბედნიერები არიან. ინფორმაცია სოფოს მშობიარობის შესახებ სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მომღერლის Instagram-ზე ბოლო გამოქვეყნებული სურათი 11 აპრილით არის დათარიღებული, როდესაც სოფო 7 თვის ფეხმძიმეა და მას წამოზრდილი მუცელი გრძელი ნაცრისფერი შარფითა და შავი ქურთუკით ჰქონდა დაფარული.

View this post on Instagram

Little me 😀

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

სოფო ნიჟარაძის ბავშვობის სურათები იშვიათად ვრცელდება, თუმცა მის Instagram-ზე რამდენიმე ფოტო მოიპოვება. ასე გამოიყურებოდა ულამაზესი მომღერალი და მიუზიკლების მსახიობი ბავშვობაში. ერთ-ერთი სურათი ძმასთან ერთად 90-იან წლებში გადაუღეს. და-ძმის მეგობრული ურთიერთობა დღემდე სამაგალითოა. სულ ცოტა ხნის წინ, მანამ, სანამ „რუსთავი 2“-ის რეორგანიზება დაიწყებოდა, და-ძმა ტელევიზიაში ერთად მუშაობდა.

View this post on Instagram

Little me with my handsome dad 😥 Miss him, my love and pain forever 😥❤️

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

მომღერლის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ, ის კი კვლავინდებურად დუმს. „ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე. ჩემთვის კი უკეთესია ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შეყვარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს“, – აცხადებდა სოფო. ასეც მოხდა, ვერავინ ვერ გაიგო მის პირად ცხოვრებასა და ურთიერთობაზე მანამ, სანამ მედიაში მშობიარობის შესახებ ცნობები არ გავრცელდა.

სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შესრულებული აქვს ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში საქართველო წარადგინა ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით Shine, მაშინ ქულათა საერთო ჯამით მე-9 ადგილზე გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0