შეღავათიანი იპოთეკური სესხები, მიწის რეგისტრაცია – რა საკითხები განიხილეს სხდომაზე

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ საკითხებს შორის, რომლებიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, შეღავათიანი იპოთეკური სესხების დახმარებით მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იყო.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. იპოთეკური კრედიტების ნაწილობრივი სუბსიდირება, მიწის სისტემური რეგისტრაციის ეტაპის დაწყება და საკადასტრო მონაცემების შევსება, საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა, რეგიონში უსაფრთხოება და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. 

პროგრამა აწარმოე საქართველოში პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება

როგორც სხდომის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველოში მიწის რეგისტრაციის ახალი ეტაპი დაიწყო. იგი ეხება ხუთი მუნიციპალიტეტის – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს 28 ადმინისტრაციულ ერთეულს.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებიც დღეს უნდა განვიხილოთ. უპირველეს ყოვლისა, იწყება მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი, კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ხუთი მუნიციპალიტეტის – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს 28 ადმინისტრაციულ ერთეულს ეხება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც დარეგულირდება 111 ათასი ჰექტარი მიწა. ამისთვის დაფინანსება უკვე არის“, – აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგისტრაციისას მოქალაქეებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.

„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ. იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. შეიქმნება და შეივსება ყველა საკადასტრო მონაცემი, რა თქმა უნდა, უფასოდ, საფასურის გადახდის გარეშე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც იცით, მთავრობას აქვს სამწლიანი გეგმა და ამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, ასე რომ, ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როდესაც არ იყო კორონავირუსი: საქართველოში ეკონომიკური ზრდის მონაცემები დააზუსტეს

გარდა ამისა, პრემიერის სიტყვებით, ფინანსთა სამინისტრო მოაგვარებს საკვები პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის პრობლემას.

„რაც მახსოვს, ეს თემა ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის სულ დავის საგანი იყო. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნეს-სექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას“, – განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რასაც პრემიერი შეეხო, მშენებლობის სფეროა.

მისი სიტყვებით, მშენებლობის სტიმულირებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯი და ღონისძიება, ძირითადად, მიმართულია იმ 25 ათასი მოქალაქის კეთილდღეობისკენ, რომელთაც უკვე აქვთ იპოთეკური სესხი.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მშენებლობის სექტორს ეხება, სამთავრობო დონეზე დღეს დადგენილების სახით იქნება მიღებული.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკურ პროცენტს ნაწილობრივ უსუბსიდირებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, განახორციელონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით მიიღეს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერი პირობას დებს, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა დაუსრულებელი არ დარჩება და „ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს“.

ყველა ახალი ამბავი
0