საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში ბრუნდება

© Sputnik / STRINGERფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატში ოთხ წრედ დაგეგმილი 36 ტურის ნაცვლად, კლუბები ორ წრედ 18 ტურს ჩაატარებენ. პირველ მატჩში „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. დღეს, კორონავირუსის პანდემიის გამო სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი განახლდება.

ჩემპიონატი მხოლოდ ეროვნულ ლიგაში განახლდება. დანარჩენ ლიგებსა და ასაკობრივ კატეგორიებში ჩემპიონატის რესტარტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„სამწუხაროდ, ჯერ ვერ ხერხდება სხვა ლიგებისა და ჩემპიონატების განახლების თარიღის დასახელება, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შევეცდებით განვახორციელოთ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი. საუბარია ჩემპიონატებზე ლიგა-2-ში, ლიგა-3-ში, ლიგა-4-ში, ქალთა ლიგასა და ფუტსალის ლიგაზე“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. 

დინამო თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში – შეცვლილი ფორმატით და გულშემატკივრის გარეშე

რაც შეეხება ჩემპიონატს ეროვნულ ლიგაში, იგი შემცირებული სქემით გაიმართება: ოთხ წრედ დაგეგმილი 36 ტურის ნაცვლად, კლუბები ორ წრედ 18 ტურს ჩაატარებენ – ერთმანეთს მხოლოდ ორ-ორჯერ დაუპირისპირდებიან – საკუთარ მოედანზე და გასვლით მატჩში.

განახლებული ჩემპიონატის პირველ მატჩში „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

მოსალოდნელია, რომ მინდორზე ფეხბურთელები სამგლოვიარო სამკლაურებით გამოვლენ და ამით პატივს მიაგებენ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილის 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას. ორ თბილისურ გუნდს შორის შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

კორონავირუსის ეპიდემიამდე საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში ორი ტური ჩატარდა. ამ დროისთვის ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ყველა ახალი ამბავი
0