საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საპროტესტო აქციის ფონზე აირჩიეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავმჯდომარის ხელახალი არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა თავაძეს, რომელიც ამ თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა, უფლებამოსილება ამოეწურა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა არჩევანი გააკეთეს - თავმჯდომარედ არჩეულია მერაბ ტურავა, რომლის არჩევა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია 2015 წლიდან. თანამდებობაზე დანიშვნამდე ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი კომისიის წევრი იყო. ასევე ხუთი წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

თავმჯდომარის ხელახალი არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა თავაძეს, რომელიც ამ თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა, უფლებამოსილება ამოეწურა.

მერაბ ტურავას არჩევა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც მოძრაობამ „ლელო საქართველოსთვის“ მოაწყო. რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა საკონსტიტუციო სასამართლოსთან პლაკატებით - „უსამართლო სასამართლო“, „არა თვითნებობას“, „სამართლიანობის სასაფლაო“.

„მმართველ გუნდს სურს, ჩაყლაპოს სასამართლოს ეს ნაწილიც, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და სურთ, აქციონ „ქართული ოცნების“ ნების აბსოლუტურ გამტარად. არჩევნები მოდის, საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვის უფლება და თავმჯდომარეს კანონი აძლევს უფლებას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პირველი არხის ეთერში.

თავად ტურავა ამ აქციას მშვიდად შეხვდა.

„ის, რომ აქცია იმართება და აზრის გამოხატვა ხდება, ესაა დემოკრატიის გამოვლინება. ნებისმიერ თანამდებობაზე არჩევა უნდა მოხდეს განსხვავებული აზრის ფონზე, დღეს აზრი დააფიქსირეს ახალბედა პოლიტიკოსებმა, ეს ნორმალურია“, - განაცხადა ტურავამ.

მან აღნიშნა, რომ ნაცვლიშვილი თავის დროზე მისი სტუდენტი იყო და ის ძალიან დიდ პატივს სცემს მის ოჯახს, თუმცაღა მის განცხადებას არ ეთანხმება.

ყველა ახალი ამბავი
0