ბათუმის დელფინარიუმი იხსნება – როდიდან მიიღებს ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა სტუმრებს

© photo: courtesy of Batumi Dolphinariumახალშობილი დელფინი ბათუმის დელფინარიუმში
ახალშობილი დელფინი ბათუმის დელფინარიუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმოდგენების ბილეთები სოციალური დისტანციის დაცვით გაიყიდება – ერთი ადგილის გამოტოვებით. პირბადის ტარება აუცილებელია.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისს განაახლებს, ნათქვამია დელფინარიუმის განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დელფინების შოუს დროს გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. შოუ-პროგრამები ჩატარდება ნებისმიერ ამინდში, მაგრამ დელფინებთან ცურვა მომდევნო თვეებში გაუქმებულია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბილეთები სოციალური დაცვის გათვალისწინებით გაიყიდება – ერთი ადგილის გამოტოვებით. ამასთან, ადმინისტრაცია სტუმრებს მოუწოდებს, დაიცვან დისტანცია და მიჰყვნენ რეკომენდაციებს, რომლებიც მითითებულია დელფინარიუმის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ სპეციალურ ნიშნებზე.

© Sputnik / Denis Aslanovბათუმის დელფინარიუმი
ბათუმის დელფინარიუმი იხსნება – როდიდან მიიღებს ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა სტუმრებს - Sputnik საქართველო
ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმის ისტორია 1975 წელს იწყება. ის პირველი საჩვენებელი დელფინარიუმი იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს ყველაზე დიდ დელფინარიუმთა რიგებს განეკუთვნებოდა.

რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1990-იან წლებში დელფინარიუმი დაიხურა. მან მუშაობა ბათუმში მხოლოდ 20 წლის შემდეგ განაახლა.

ყველა ახალი ამბავი
0