ძლიერი წვიმა სეტყვა, ქარი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

© Sputnik / STRINGERღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, რამაც მთაში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება შეიძლება გამოიწვიოს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი 28 ივნისამდე შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივნისიდან 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

25 ივნისს ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ხუთშაბათს, 25 ივნისს მზიანი და ცხელი ამინდია ნავარაუდევი. თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც ელჭექით. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური კი პლუს 32 გრადუსია ნავარაუდევი. ქარი წამში 10–15 მეტრით დაუბერავს, დროდადრო კი წამში 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

ყველა ახალი ამბავი
0