როგორ ჩატარდა გამარჯვების აღლუმი მოსკოვში – ვიდეო

გამოწერა
მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის პატივსაცემად სამხედრო აღლუმი გაიმართა. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდა თითქმის 15 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

წელს აღლუმი 24 ივნისს ტარდება, რაც სიმბოლურია, რადგან 1945 წლის ამ დღეს გაიმართა გამარჯვებულთა ლეგენდარული, ისტორიული აღლუმი. სტუმრებს შორის იყვნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები, ასევე შორეული უცხოეთის სახელმწიფოების მეთაურები.

რუსულ დანაყოფებთან ერთად წითელ მოედანზე გაიარეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჯარისკაცებმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. აღლუმის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მთელი საბჭოთა ხალხის როლი ნაციზმზე გამარჯვებაში.

საზეიმო მსვლელობა დასრულდა ტრადიციული საჰაერო ავიაციის მონაწილეობით. ვლადიმირ პუტინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად, პატივი მიაგო დიდ სამამულო ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0