რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო სახელმწიფოს კომპენსაცია: ბოლო ინფორმაცია

© photo: Sputnik„ბირჟა“ თბილისში
„ბირჟა“ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
90 775 დასაქმებულს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია უკვე ჩაერიცხა

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. 300-ლარიანი ფულადი კომპენსაციის მიღების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, 24 ივნისის მონაცემებით, რეგისტრაცია 149 747-მა თვითდასაქმებულმა პირმა გაიარა, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

ერთჯერადი დახმარება ჩაერიცხა 93 867 თვითდასაქმებულს, რომლებმაც წარმოადგინეს ცნობა, რომ კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. საერთო ჯამში სახელმწიფომ ჩარიცხა 28,16 მლნ ლარზე მეტი.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი დამტკიცებულია: როგორ გადანაწილდა თანხები

ამ დროისთვის ფულადი დახმარება უკვე მიიღო 90 775-მა კონტრაქტით დასაქმებულმა ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა და კორონავირუსის პანდემიის დროს სამსახურდაკარგულმა ადამიანმა. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. გადარიცხულმა თანხამ 18,1 მლნ ლარი შეადგინა. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში  შემოსავლის წყარო დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებული და 2020 წლის აპრილიდან შემოსავლის გარეშე დარჩნენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია. 

პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან: მონაცემები >>

განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

პირებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრაციის და განაცხადის ელექტრონულად შევსების შესაძლებლობა, შეუძლიათ დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის–ცენტრებს მიმართონ, სადაც მათ ცენტრების თანამშრომლები დაეხმარებიან.

ყველა ახალი ამბავი
0