„პირველი ცეკვა ჩემს დიპლომატ გოგონასთან“ – ისრაელის ელჩი უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Ran Gidor / FBისრაელის ელჩი რან გიდორი ქალიშვილთან ერთად ცეკვავს
ისრაელის ელჩი რან გიდორი ქალიშვილთან ერთად ცეკვავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ახალშობილ გოგონასთან ერთად უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს.

საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი გოგონას მამა 15 ივნისს გახდა. „ჩემი თბილისელი გოგო, 3 კილოგრამი ბედნიერება“, – დაწერა ელჩმა და ახალშობილ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

რან გიდორი საქართველოში ელჩად იანვარში დაინიშნა, ამ დროიდან ის მეუღლესთან, ინა ლაზარევასთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

წყვილი მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას. ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალიან უხაროდა, რომ მისი შვილი თბილისში დაიბადებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0