Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პუტინი: რუსეთში არავის და არასდროს არ მივატოვებთ გასაჭირში

© photo: Sputnik / Alexey Nikol'skiy / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში არ მომხდარა დაბნეულობა კორონავირუსის პანდემიის გამო, ადამიანებმა რეალური საფრთხე იგრძნეს და კოლოსალური სირთულის გამოწვევას უპასუხეს, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ყველაზე სახიფათო პერიოდი გაიარა.

„თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, შესაბამისად საფრთხეს თავს ვერ ავარიდებთ, ადრე თუ გვიან დაავადება შემოვა ჩვენს სახლებში, ჩვენს საზღვრებს გადმოლახავს. და როდესაც ეს მოხდა, ჩვენ, სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, გავაკეთეთ ის, რაც არასდროს არ გაგვიკეთებია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვაცხადეთ არასამუშაო დღეების პერიოდი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, და, როგორც სიტუაციის შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, გავაკეთეთ დროულად და დასაბუთებულად. ეპიდემიას დრო მოვუგეთ და მივაღწიეთ მთავარს - გადავარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე“, - განაცხადა პუტინმა მიმართვის დროს.
მედიკოსი - Sputnik საქართველო
სომხეთში რუსეთიდან ექიმებს ელოდებიან

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მიღებული ზომები აიძულებენ ეპიდემიას უკან დაიხიოს, მაგრამ ვირუსი კვლავაც საშიში რჩება. ამიტომაც პუტინმა მოუწოდა მოქალაქეებს იყონ ყურადღებით და გამოიჩინონ სიფრთხილე, სანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის წარმოება არ დაიწყება.

ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 599 705 შემთხვევა გამოვლინდა, 8 359 ადამიანი გარდაიცვალა, კლინიკებიდან 356 429 ადამიანი გაეწერა. სულ ჩატარებულია 17,5 მილიონი ტესტი.

ქვეყნის ბევრ რეგიონში ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებს თანდათანობით ხსნიან.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის (2,31 მლნ) და ბრაზილიის (1,1 მლნ) შემდეგ.

ჯანმომ კორონავირუსის აფეთქებას 11 მარტს პანდემია უწოდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19 9,12 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 472,6 ათასზე მეტი გარდაიცვალა, დაახლოებით 4,54 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0