ამ მოვლენას რუსეთის მოქალაქეები თვეზე მეტხანს ელოდებოდნენ, სანამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და თვითიზოლაცია დასრულდებოდა.
დედაქალაქის ხელისუფლებამ მზადება დაიწყო: აღულმზე მოსკოვში დღესასწაულის სიმბოლიკიანი დეკორატიული კონსტრუქციები და დროშები აღმართეს. საზეიმო დიზაინის მთავარ კონცეფციად იქცა საიუბილეო თარიღი - რიცხვი 75. დეკორაციების უმეტესობა სწორედ მასზე აიგო.
დეკორაციის გარდა, დიდი ყურადღება დაეთმო სარეკლამო ბანერებს: ყველგან განთავსებული იყო თემატური პლაკატები, ეკრანებზე გადიოდა ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლები.

ქალაქის საზეიმო დეკორაციების ელემენტები იყო დროშები და დიდი სამამულო ომის თარიღების დეკორაციები

საზეიმო დიზაინის მთავარ კონცეფციად იქცა სადღესასწაულო თარიღი - რიცხვი 75. დეკორატიული ელემენტების უმეტესი ნაწილი სწორედ მასზე აიგო

მოსკოვის ცენტრალური ხიდების მოაჯირებზე 700-ზე მეტი დროშა აღიმართა

დროშები გამოფენილი იყო ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზეც

საზეიმო დეკორაციებით იყო გაწყობილი საცხოვრებელი სახლებიც

ტრიუმფალურ თაღთან ახლოს დამონტაჟდა ვარსკვლავის ფორმის კონსტრუქცია წარწერით „გმირი ქალაქი მოსკოვი“

არტ-ობიექტები იდგა თავდაცვის სამინისტროსთანაც

დროშები მოსკოვის მეტროსადგური „ტვერსკაიას“ ამოსასვლელში

დეკორაციების გარდა, ქალაქის ხელისუფლებამ ყურადღება დაუთმო სარეკლამო ბანერებსაც: ყველგან განთავსდა თემატური პლაკატები, მონიტორებზე გადიოდა ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლები

საღამოს რუსეთის დედაქალაქში სადღესასწაულო განათებას ჩართავენ