მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სიხარულის მიზეზი გვაქვს: ჯანმო პრეპარატის წარმოების გაზრდას მოითხოვს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმო
ჯანმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი „დექსამეტაზონი“ დადებით შედეგს აჩვენებს COVID-19-ის მძიმე ფორმის მკურნალობისას, ხოლო მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ასეთი ეფექტი არ ჩანს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის განსაკუთრებით მძიმე ფორმების სამკურნალოდ „დექსამეტაზონის“ წარმოება უნდა გაიზარდოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

„ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტეროიდულ პრეპარატ „დექსამეტაზონს“ COVID-19-ის კრიტიკული ფორმით დაავადებული პაციენტების გადარჩენის პოტენციალი აქვს, რაც სიხარულის მიზეზს გვაძლევს. შემდეგი გამოწვევა არის „დექსამეტაზონის“ წარმოების გაზრდა და მისი სწრაფი და თანაბარი განაწილება მთელ მსოფლიოში“, — აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის მკურნალობაში „დექსამეტაზონის“ წარმატებული გამოცდის შემდეგ მასზე მოთხოვნა მსოფლიოში უკვე გაიზარდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
სამეცნიერო გარღვევა COVID-19-ის მკურნალობაში: ჯანმო განცხადებას ავრცელებს

„საბედნიეროდ, ეს ძვირადღირებული წამალი არ არის და მსოფლიოში „დექსამეტაზონის“ უამრავი მწარმოებელი არსებობს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ შეძლებენ წარმოების გაზრდას“, — განმარტა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

„დექსამეტაზონს“ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იყენებენ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. გარდა ამისა, ის ასევე გამოიყენება ონკოლოგიაშიც.  

აღსანიშნავია, რომ „დექსამეტაზონი“, რომელიც დადებით შედეგებს აჩვენებს COVID-19-ის მძიმე ფორმების მკურნალობისას, მსუბუქი ფორმით მიმდინარე დაავადების შემთხვევაში იგივე ეფექტი არ ჩანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0