„მანქანა გვათხოვა...“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

© Facebook / Tamara Chergoleishviliთამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია
თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჩერგოლეიშვილი ისტორიას ყვება, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. აი როგორ დაეხმარა ბიძინა ივანიშვილი ქორწილში ცნობილ წყვილს

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქორწინდებოდნენ, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მანქანა ათხოვა.

როგორც გადაცემა „რეაქციაში“ ჩერგოლეიშვილმა გაიხსენა, ეს ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ბიზნესმენი პირადად ნახა.

„ვქორწინდებოდით მე და გიგა. ვითხოვეთ მანქანა და მივდიოდით გრიგოლეთში. გზაში მანქანამ წყალი აადუღა და გავჩერდით „ციცინათელასთან“. ჩამოიარა ორმა სამხედრო ნომრებიანმა მანქანამ. გააჩერეს და ერთ-ერთ მანქანიდან გამხდარმა კაცმა გვითხრა, რომ მანქანას გვათხოვებდა. არც ვიცოდით ვინ იყო. გვეგონა, რომ თავდაცვის სამინისტროს მანქანაში ვიჯექით და მძოლმა გვითხრა, რომ ეს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ეს 2005 წლის აგვისტო იყო, როდესაც ვიზუალურად როგორ გამოიყურებოდა ბიძინა ივანიშვილი, არავინ იცოდა.

ყველა ახალი ამბავი
0