ქართული ჯარი მსოფლიო ბრენდების ახალი სპეცტექნიკით აღიჭურვება

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBსამხედრო მომზადების ცენტრის გახსნა
სამხედრო მომზადების ცენტრის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ძალები მალე გამოემშვიდობებიან ძველებურ ტექნიკას, რომლის შეკეთებაზეც მილიონები იხარჯებოდა

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა. ამის შესახებ საუბარია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მოსაზრება: გახდება თუ არა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ეკონომიკის „მესამე სპილო“ >>

თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. აღნიშნული პროექტი ჯარის ავტოტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველ სამხედროებს ეყოლებათ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანები. ამ კომპანიების სპეცტექნიკას იყენებენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების თავდაცვის ძალები.

ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებულ საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკას თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული MAN-ის, იტალიური IVECO-ს და ამერიკული FORD-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლებენ.

სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.

ირაკლი სესიაშვილი - Sputnik საქართველო
მიზეზები, რის გამოც საქართველომ საფრანგეთიდან სამხედრო პროდუქციის შესყიდვა გადადო

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ახალი სპეცტექნიკის შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.

ეს ბოლო დროის განმავლობაში სპეცტექნიკის მსხვილი პარტიის შეძენის პირველი შემთხვევა არ არის. 12 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ჯარს მალე М4 შაშხანა ექნება.

М4 - არის ავტომატური კარაბინი, შექმნილი აშშ-ში М16А2 შაშხანის საფუძველზე. საქართველოში М4-ს უკვე იყენებენ ცალკეული დანაყოფები.

„ეს შენაძენი განხორციელდა ერაყში 2006-2007 წლებში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი 22 მილიონი დოლარის დახმარების ფარგლებში. ჩვენ სრულად ავითვისეთ ეს თანხა და М4 შაშხანასთან ერთად საბრძოლო დანაყოფები მიიღებენ გაუმჯობესებულ ეკიპირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე, რომ საქართველო უფრო აქტიურად აპირებს საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0