მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
22 ივნისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.
შესაძლებელია მომატებული ემოციურობა. რეკომენდებულია ყველანაირი სახლის საქმის გაკეთება, ოჯახური სიმყუდროვის შექმნა, ახლობლებზე ზრუნვა. სერიოზული საქმეების გაკეთება არ ღირს.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშების ციკლის დასაწყებად, სამკურნალო შიმშილობის ან დიეტისთვის.
ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორიცაა ბოროტება და სიძუნწე. მათი გადალახვა ახალი წამოწყებების რეალიზებაში დაგეხმარებათ.
თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის გავლენა თქვენს თმაზე არაერთ უხერხულობას შეგიქმნით. თმა დაუმორჩილებელი ხდება.
თმის შეჭრა დააჩქარებს თმის ზრდას და ასევე ჯანმრთელობის ენერგიის ნაკადს მოიზიდავს.
მშრალი და დაზიანებული თმისთვის ძალზე წარმატებული იქნება გამაჯანსაღებელი და მკვებავი პროცედურების ჩატარება.
მებაღეობა: ზოგადად, კირჩხიბი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს დათესილი ნელა ამოვა, ფესვი კარგად ვითარდება, მაგრამ სუსტი აქვს მიწისზედა ნაწილი, თუმცა, ნაყოფი უხვი და ძალზე გემრიელია. სუსტი ღეროსა და უხვი ნაყოფის გამო შეიძლება გადატყდეს.
ამ დღეს არარეკომენდებულია გასხვლა.