თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ბრიტანეთში მოზარდებმა გედს აგურით დაუმტვრიეს კვერცხები, რასაც დედა-გედი გადაჰყვა, იუწყება გამოცემა Daily Mail.
Swan 'dies from a broken heart' after teenage yobs killed her unborn cygnets https://t.co/YvZrmFhPvO
— Daily Mail U.K. (@DailyMailUK) June 21, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანჩესტერში მოხდა. გამვლელებმა დაინახეს, რომ მოზარდების ჯგუფი ხიდიდან აგურებს ესროდა გედის ბუდეს. დედა იმ მომენტისთვის ადგილზე არ იყო. როდესაც ის ბუდესთან მივიდა და დამტვრეული კვერცხები ნახა, თვითმხილველების თქმით, „გული გაუსკდა“ და მოკვდა, ხოლო მამა-გედი უგზო-უკვლოდ გადაიკარგა.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შემდეგ აქტივისტებმა ბუდეში ექვსი კვერცხი ნახეს, რომელთაგან დამტვრეული მხოლოდ სამი იყო, ორი — დაზიანებული, ერთი კი — უვნებელი. აქტივისტები, რომლებმაც იპოვეს ბუდესთან მკვდარი დედა-გედი, ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მას გული გაუსკდა.
სპეციალისტები ამბობებ, რომ ზოგადად გედები ვერ უძლებენ სერიოზულ სტრესებს და იღუპებიან. ეს საოცარი ფრინველები თავადაც სიკვდილს არჩევენ, როდესაც პარტნიორი უკვდებათ.