ზედმეტი არ იქნება: საქართველოში ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე მუშაობენ

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიონლაინ–გაკვეთილზე
ონლაინ–გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არავინ იცის, როგორ დაიწყება 2020-2021 სასწავლო წელი, მაგრამ იმისგან დამოუკიდებლად, გველოდება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა, ელექტრონული სახელმძღვანელო ზედმეტი არ იქნება.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნასთან დაკავშირებით გამომცემლებთან შეხვედრები დაიწყო.

პანდემიის პირობებში მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსებზე მოთხოვნა გაიზარდა. განათლების სამინისტრომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ უწყებაში ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე მუშაობა კორონავირუსის პანდემიამდეც დაიწყეს.

მეტროს სადგურს პოლიცია აკონტროლებს - Sputnik საქართველო
დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი, ანუ მატერიალური სახით. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ და შევთავაზეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა პირობით მოგვცემდნენ სამინისტროს უფლებას, რომ არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული PDF ფაილის სახით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საუბარია ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად PDF ფაილის ხელმისაწვდომობაზე, რაც არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

უფრო ადრე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი დაგეგმილ დროს – სექტემბრის შუა რიცხვებში შეიძლება არ დაიწყოს. ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები აპრილიდან სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0