ქეთა თოფურია: როცა დაიწყო პანდემია და სახლში დავჯექით, მე ვიყავი ბედნიერი

© Photo: Keta Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურია საუბრობს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა პანდემიის დროს შვილთან ერთად სახლში, რას აკეთებდა და რამდენი კონცერტი გადაედო.
ქეთა თოფურია: როცა დაიწყო პანდემია და სახლში დავჯექით, მე ვიყავი ბედნიერი
„ძალიან მენატრება საქართველო და მინდა ჩამოსვლა და ვფიქრობ, რომ ივლისში ეს უკვე მოხერხდება. თავიდან ვიყავი კმაყოფილი, იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს დროის უკმარისობა, არასოდეს მყოფნის, რომ სახლში ვიყო, რაღაც გავაკეთო, დავისვენო და ბავშვს მეტი დრო დავუთმო.“- ამბობს ქეთა თოფურია სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ქეთა თოფურია ამბობს: „როცა სახლში დავჯექი ბედნიერი ვიყავი ერთი თვე, ორი თვე, მაგრამ ორი თვის მერე მივხვდი, რომ გავრეკავ და გავაფრენ. მოსკოვში ახლა უკვე ყველაფერი გაიხსნა და ბედნიერი ვარ. ჩემს შვილს ძალიან უყვარს თავისი ბაღი და ბალეტი, თან მეცადინეობდა წერა-კითხვას, მათემატიკას, ინგლისურს, მერე ვთამაშობდით. როცა ვეკითხებოდი: არ მოგბეზრდა მეთქი?- არა, სახლში ძალიან მომწონსო- მპასუხობდა.“

ყველა ახალი ამბავი
0