მცხეთაში დაკარგულ ფეხბურთელს მესამე დღეა ეძებენ

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი შვიდი გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია თერმული დრონი და ორი ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გუნდის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს სამი დღეა ეძებენ. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მათი განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მცხეთის ტერიტორიიდან უკვალოდ გაქრა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

„მცხეთაში შექმნილია საველე, სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობდა თერმული დრონით მონიტირინგი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა გაიხსნება

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი შვიდი გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია ორი ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.

შაქარაშვილი „საბურთალოს“ სარეზერვო გუნდში ასპარეზობს, რომელიც საქართველოს რანგით მესამე ლიგაში მონაწილეობს. მიმდინარე სეზონში გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ლიგაში ერთადერთი მატჩი ტყიბულის „მეშახტესთან“ ჩაატარა. შაქარაშვილმა აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0