მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
21 ივნისი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. ახალი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.
ახალმთვარეობის დღეს ბევრი ადამიანი იგრძნობს დისკომფორტს, განგაშს. ოჯახებში შესაძლებელია მცირე კონფლიქტები, მაგრამ არ ღირს ნეგატივზე და ჩხუბზე „ჩაციკლვა“. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ.
ნაკლებად ეფექტური დღეა როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობისთვის. ხელსაყრელია ამ დღეს განმარტოება, თვითანალიზი, წარსული მოქმედებების შეფასება და სამომავლო გეგმების დაწყობა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალმთვარეობასთან ერთად არის მზებუნიობა და მზის დაბნელება, ამდენად, საფრთხის შემცველი დღეა.
თმის შეჭრა, შეღებვა: ახალმთვარებაზე თმის შეჭრა არასასურველია. ბევრ ხალხშია ცრურწმენა გავრცელებული, რომ რამდენ თმასაც ამ დღეს დაკარგავს ადამიანი, იმდენით მოკლე იქნება მისი სიცოცხლე.
თმის შეღებვა დასაშვებია მხოლოდ ნატურალური საღებავებით.
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>
მებაღეობა: ზოგადად, კირჩხიბი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ახალმთვარეობის დღეს მცენარეებთან მუშაობა ნებისმიერი კუთხით ძალზე არახელსაყრელია.