Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ყაზახეთში ერთ დღეში COVID-19-ის 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშინურ-სულთანი
ნურ-სულთანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ გამოვლენილია სიმპტომების მქონე და უსიმპტომო 1 048 მატარებელი, მატების მაღალი ტემპებია ჩრდილოეთ-ყაზახეთის და აღმოსავლეთ-ყაზახეთის ოლქებში

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ყაზახეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მატების ტემპმა შეადგინა -2,6%, იუწყება Sputnik-ყაზახეთი უწყებათაშორისი კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით.

COVID-19-ის ბოლო შემთხვევები საქართველოში: ახალი დეტალები >>

ქვეყანაში ინფიცირების სულ 16 779 დადასტურდა. წინა დღეს დაფიქსირდა 620 შემთხვევა (კლინიკური გამოვლინებების გარეშე). გამოჯანმრთელდა 10 411 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ნურ-სულთანში, ალმათში, ასევე ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში 20-21 ივნისისთვის ახალი შემზღუდავი ზომები შემოიღეს.

დაკეტილია პოპულარული კურორტები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასობრივი თავშეყრის ადგილები.

ამ დღეებში ჩერდება ყველა ორგანიზაციის და სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები, სახანძრო სამსახურები, აეროპორტი, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები, მედია, ავტოგასამართი სადგურები. დამსაქმებლებს მოუწოდებენ თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ.

სასწრაფო დახმარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ელჩს ყაზახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

ქალაქის მოსახლეობას ურჩიეს მოემარაგებინათ პირველი საჭიროების პროდუქტები და წამლები დამატებითი შეზღუდვების მოქმედების პერიოდისთვის. პოლიცია ქალაქში პატრულირებას განახორციელებს. შეზღუდვების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ზომების მიღება იგეგმება.

გარდა ამისა, 19 ივნისს საქართველოს ელჩს ყაზახეთში ზურაბ აბაშიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მას დაუდგინდა კორონავირუსი. ის გადის მკურნალობას ყაზახეთში სათანადო სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, მათთან მუდმივ კავშირზე არიან ქართველი მედიკოსები“, - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0