თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ორშაბათს, 22 ივნისს თბილისში მოსალოდნელია მზიანი ამინდი და მცირე მოღრუბლულობა.
ჰაერის ტემპერატურა ღამით +18, ხოლო დღისით +30 გრადუსი იქნება.
ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:39 საათზე ჩავა.