იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ითხოვდა ასამდე ადამიანი ნებართვას ქორწილების, კორპორატიული საღამოებისა და დაბადების დღეების აღნიშვნის ნებართვას. ანალოგიური აქცია გაიმართა ბათუმშიც.
საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მარტის შუა რიცხვებიდან აიკრძალა. შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა როდის დაიშვება დიდი ღონისძიებების გამართვა, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამგვარად, event-ინდუსტრიის წარმომადგენლები შემოსავლების გარეშე დარჩნენ.
ამ სფეროში საქართველოში დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ფოტოგრაფების, ვიდეო-ოპერატორებისა და მუსიკოსების გარდა, ესენი არიან წამყვანები, ოფიციანტები, ბარმენები და მზარეულები.